ვაიანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაიანგ

ვაიანგ – ინდონეზიური ტრადიციული თეატრი (გავრცელებულია მალაის არქიპელაგის ყველა კუნძულზე). იავანური სიტყვა „ვაიანგ“ ნიშნავს ტყავიდან, ხიდან, ქაღალდიდან, მეტალის თხელი ფირფიტიდან გამოჭრილ ბრტყელ ან მოცულობით ხელჯოხიან თეატრალურ თოჯინას.

„ვაიანგ“ ინდონეზიაში ჰქვია, აგრეთვე, ტრადიციულ ჩრდილების და თოჯინების თეატრებს.

ვაიანგის აღმოცენება დაკავშირებულია ინდონეზიელთა ანიმისტურ რწმენებთან და გარდაცვლილთა კულტთან. ვაიანგი თამაშდება დალანგის მიერ, რომელიც ერთდროულად არის თეატრის მფლობელი, დირექტორი, დრამატურგი, თოჯინამატარებელი და მხატვრული კითხვის ოსტატი. წარმოდგენის დროს იგი იცვლის ხმას მოქმედი პირის შესატყვისად.

ვაიანგის წარმოდგენები მიმდინარეობს ორკესტრის თანხლებით, რომელშიც შედის დასარტყამი, სიმებიანი და სასულე ინსტრუმენტები. ვაიანგი თამაშობს მნიშვნელოვან როლს ინდონეზიელების ცხოვრებაში. იგი შეტანილია ყველა საწესჩვეულებო, საზოგადოებრივ და კერძო დღესასწაულებში. წარმოდგენის დაწყებამდე დალანგი მღერის ლოცვა-საგალობელს, ანთებს კეთილსურნელებას, ახდენს მსხვერპლშეწირვას.





წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები