ეშაფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეშაფ-ი (ვაინ. Ешап) – ვაინახური ფოლკლორის დემონური პერსონაჟი – ადამიანთა მიმართ მტრულად განწყობილი ანთროპომორფული არსება. ზღაპრებში იგი დედაბრის სახით გვხვდება; ცხოვრობს ტყეში მდგარ ქოხში და ადამიანებს, უპირატესად ბავშვებს, ჭამს ან სისხლს სწოვს (ჭამის წინ კბილებს ილესავას). ზოგიერთი ცნობით, ჰყავს ქალიშვილები, რომლებსაც შეცდომით ფატრავს და ხარშავს. ნართ-ორსთხოულ თქმულებათა ეშაფი საიქიოს დარაჯია. იგი საიქიოში შესასვლელ სპილენძის კარიბჭესთან ზის და იქ მხოლოდ მიცვალებულებს უშვებს. მკვდართა საუფლოს დარაჯი დიდი ზომის ცხრათვალა, ცხრა ხელფეხა, ეშვებიანი არსებაა, რომლის სხეული გრძელი და ხშირი ბალნით არის დაფარული; ბალანი ტილებით აქვს სავსე და ტანს განუწყვეტლივ იფხანს. იციან რა ჲეშაფის ქალური პატივმოყვარეობის თაობაზე, ეპოსის გმირები (სესქა-სოლსა და ბჲათარი) მას, ქრთამის სახით, ორი წყრთის ტოლა სავარცხელს აძლევენ და ასე ახერხებენ საიქიოში შესვლასა და იქედან გამოსვლას. ეშაფი ფლობს წყლის წისქვილს, ნემსს, მაკრატელს, სათითეს და მარცვლეულის თესლს. მას ექვემდებარება მიწისქვეშა სიმდიდრე, წმინდა წყალი, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს.


ლიტერატურა

  • Антология ингушского фольклора. Сост. И. А. Дахкильгов. Т. 4. Нальчик, 2006;
  • Далгат У. Б. Героический эпос чеченцев и ингушей. М., 1972;
  • Дахкильгов И. А. Мифы и легенды вайнахов. Грозный, 1991;
  • Акиева П. Х. Пространственная картина мира в древнеингушских космогонических представлениях // Лавровский сборник. Материалы XXXVIII и XXXIX среднеазиатско-кавказских чтений 2014-2015 гг. СПб., 2015.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები