ეფრემოვკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეფრემოვკა, (გოლი) – სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, შედის გორელოვკის თემში, მადათაფის ტბის ნაპირზე, მდინარე ბუღდაშენის (ფარავნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან. 2110-2120 მ სიმაღლეზე, ქ. ნინოწმინდიდან 15 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

მოსახლეობის რიცხოვნობა – 179. მათი უმრავლესობა (84 %) სომეხია (2002). 1830-იანი წლებიდან აქ ცხოვრობდნენ დუხობორები. უკანასკნელ წლებში ისინი აქედან გადასახლდნენ. XIX საუკუნეში რუსი სექტანტების აქ დასახლების შემდეგ წარმოიქმნა რუსეთის გუბერნიების ქალაქ ეფრემოვის პარალელური სახელი: „ეფრემოვკა". სოფლის ქართული სახელია „გოლი”.


წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები