ესაძე რეზო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეზო ესაძე

ესაძე რეზო – (1934 – 2020), მსახიობი, მწერალი, მხატვარი, რეჟისორი. დაიბადა ოზურგეთში. 1956 წელს დაამთავრა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტი; 1965 წელს კი – კინემატოგრაფისტთა საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, მოსკოვში. 1955-1957 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე უნივერსიტეტის იუმორისტული გაზეთის „ჭინჭრაქას” რედაქტორი. 1956-58 წლებში იყო თბილისის 23-ე საშუალო სკოლის ფიზიკისა და ასტრონომიის მასწავლებელი. 1960 და 1974-1989 წლებში – კინოსტუდია „ქართული ფილმის”, 1965-1974 წლებში – „ლენფილმის” რეჟისორი. იყო თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სრული პროფესორი. 2001 წელს გამოსცა ლექსების კრებული.


სამშობლოს
იშლება ყორე და ჩალპა ნისლი,
ამინდებია მძიმე და ჭრელი.
სახლებში ისევ ტირილი ისმის
და ბავშვი ისევ ლუკმა-პურს ელის.
ო, საქართველოვ, ჭრილობავ გულის,
გამშრალი ცრემლის კვალო ნათელო,
მგელი ყმუის და კედლებს გარს უვლის
რამდენი იყავ, დარჩი რამდენი.
კვლავ გმინავს, გმინავს ის ძველი ნიში
და სისხლის დენით ვუმზერ მომავალს,
გულში გაივლის აწ წაშლის ნიშნით
და შიშით ვუცქერ ბილიკს აღმავალს.
დილა, დილემა და ჩირგვი ეკლის
ღამე – წუხილი და გულისტკენა...
გათენებისას სიკვდილი მელის,
შეწყდება სუნთქვა და გულისცემა.
ამაოდ დავშრი, ბევრი ვეცადე,
ვობლობდი, ოღონდ შენ დამრჩენოდი.
ო, საფიცარო სისხლის წვეთამდე
შენ გათენებავ, სულ რომ გელოდი...
ვერ მოვესწარი მე შენ ცის გახსნას,
შენი ფინიშის ვერ ვნახე ნიში.
ვზივარ და ლექსთან
ცრემლიც თან მახლავს,
მინდა გიმღერო და ცრემლი მიშლის...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები