ეპოქსიდური წებო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპოქსიდური წებოეპოქსიდის საფუძველზე დამზადებული წებო. ოთახის ტემპერატურაზე გამყარებისათვის გამამაგრებლად უმატებენ სხვადასხვა ამინებსა და ამიდებს, კერძოდ, პოლიეთილენპოლიამინს, ჰექსამეთილენდიამინს, მეთაფენილენდიამინს, ამინოფენოლს, ხოლო ცხელ მდგომარეობაში გამყარებისათვის გამოიყენება დიკარბონატის მჟავების ანჰიდრიდები – მალეინის, ფტალის, დიმეთილტეტრაჰიდროფტალის, აგრეთვე დიციანდიამიდი. ეპოქსიდური წებოების ცხელ მდგომარეობაში გამყარების ტექნოლოგია მეტად რთულია და მას უნდა ვერიდოთ პრაქტიკაში. ეპოქსიდური წებოს ცხოველუნარიანობა ოთახის ტემპერატურაზე 1,5-2 საათია, ხოლო 140°C ტემპერატურაზე – 24 სთ. გამყარების ხანგრძლივობა არანაკლები 24 საათისა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები