ეპიკლეზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეპიკლეზა - (ბერძ.) ვედრება, ლოცვა. ევქარისტიული ლოცვის ის ნაწილი, რომლითაც სული წმიდას სამსხვერპლო შესაწირავზე მოუხმობენ, რათა ის ქრისტეს სხეულად და სისხლად იქცეს, ევქარისტიული ნადიმის ყველა მონაწილის სასარგებლოდ. ეპიკლეზა როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ ანაფორათა შემადგენელი ნაწილია.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- ქრისტიანობის ლექსიკონი