ენუქიძე გოჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გოჩა ენუქიძე – დაიბადა 1962 წლის 8 აპრილს თბილისში. — ეკონომისტი. ინჟინერიის დოქტორი
განათლება – ქ. როსტოვის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტი (1991). 1998 წელს დაამთავრა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, წარმოების ეკონომიკა და მართვის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება
- ზეინკალ-შემკეთებელი - თბილისის ტრიკოტაჟის თეთრეულის საწარმოო გაერთიანება (1979-1982)
- მეჯამბარე საურნალე საამქროში - რუსთავის მეტალურგიული ქარხანა (1986-1988)
- კოოპერატივი "ალფას" თავმჯდომარე (1989-1995)
- შპს ივერია-ენსის დირექტორი (1995-1999)
- შპს იბერკომპანი ჰოლდინგის პრეზიდენტი (1999-2008)
- შპს ლუკოილ-ჯორჯიას გენდირექტორის მოადგილე (2004-2009)
პარლამენტის წევრი
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, ფრაქცია „საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები“-ს თავმჯდომარის მოადგილე.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი.
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): მაჟორიტარი #58 ამბროლაურის საარჩევნო ოლქი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი. ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ - ფრაქციის თავმჯდომარე.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): მაჟორიტარი #58 ამბროლაურის საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი ეკონომისტები
- ქართველი ბიზნესმენები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2008-2012 წლების საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2016-2020 წლების საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2020-2024 წლების საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ენუქიძეები