ენგელის კოეფიციენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენგელის კოეფიციენტი - (Engel’s coefficient), კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, რომ რაც უფრო იზრდება მოთხოვნა დოვლათზე, შემოსავლის ზრდასთან შეფარდებით, მით უფრო ელასტიკურია ეს მოთხოვნა.

ცნობილმა გერმანელმა სტატისტიკოსმა, ე. ენგელმა პირველმა გამოიკვლია კავშირი მყიდველთა შემოსავლებსა და სამომხმარებლო ხარჯების სტრუქტურას შორის. მან დაადგინა შემოსავლების დონის მიხედვით სხვადასხვა სახის დოვლათზე მოთხოვნის მოცულობის ფუნქციონალური დამოკიდებულების ცვალებადობა. ენგელის აზრით, მოთხოვნა პირველადი მოხმარების საგნებზე, მათ შორის, ტრადიციული სახის კვების პროდუქტებზე (პურზე, კარტოფილზე და ა.შ.), გარკვეული მომენტიდან ჩამორჩება შემოსავლების ზრდას, ხოლო კვების ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ზეთის ხილი, მცენარეული ზეთი და ა.შ., აგრეთვე ფუფუნების საგნები და მომსახურების მრავალი სახეობა - შემოსავლების ზრდის პროპორციულად მატულობს. შემოსავლის ცვლილების ერთეულზე მოთხოვნის შეფარდებით ცვლილებას მან მოთხოვნის ელასტიკურობა უწოდა. ე.ი. მოთხოვნის ელასტიკურობა უდრის მოთხოვნის მოცულობის ცვლილება შეფარდებული შემოსავლების ცვლილებასთან.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები