ელოშვილი ომარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ომარ ელოშვილი – (დ. 30 ივლისი, 1946, თბილისი – გ. 24 აგვისტო, 2007).
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი (1969); ასპირანტურა (1976).
სამუშაო გამოცდილება – მუშაობდა სახალხო კონტროლის, პარტიული და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ თანამდებობებზე (1969-90).
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91) საქართველოს კომპარტიისაგან; ტრანსპორტის ქვეკომისიის თავმჯდომარე;
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული წესით, №5 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „მშვიდობა“.
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი, სახელმწიფოს მეთაურის საგანგებო და სრულუფლებიანი წარმომადგენელი ცხინვალის რეგიონში (1992-93).
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).