ელექტრონული ფული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელექტრონული ფული - (electronic money, e-money), კომპიუტერების მეშვეობით მრავალი საგადასახადო და საანგარიშსწორებო ოპერაციის შესრულება, სხვადასხვა ინფორმაციის დამუშავება და გადაცემა საკრედიტო გარიგებების, ფულადი გადასახადებისა და ანგარიშსწორების შესახებ. ამის შედეგად სულ რაღაც რამდენიმე წამში შეიძლება ინფორმაციის მიღება იმ პირის საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელმაც წარმოადგინა ჩეკი ან ელექტრონული საკრედიტო ბარათი ამა თუ იმ საქონლის შესაძენად ან ამა თუ იმ სახის მომსახურების მისაღებად. ელექტრონული ფულის სისტემას ავსებს საბანკო ავტომატები, რომლებიც განლაგებულია ქალაქის სხვადასხვა ადგილას - მიწისქვეშა გადასასვლელებში, მეტროს სადგურებთან და ა.შ.

მათი საშუალებით საბანკო ანგარიშის მფლობელს შეუძლია ნებისმიერ დროს დამოუკიდებლად, საბანკო პერსონალის მონაწილეობის გარეშე, ჩაერთოს საბანკო კომპიუტერში და შეასრულოს ისეთი ოპერაციები, როგორიცაა: ფულის შეტანა, გამოტანა და გადაგზავნა ერთი ანგარიშიდან მეორეზე, კრედიტის მიღება და ა.შ. დადგენილი ლიმიტის ფარგლებში.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები