ელენთის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელენთის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ სკრის ხეობის ბოლოს, მის მარჯვენა მხარეს, გორაკზე. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (6,6X5,25 მ), ნაგებია მცირე ზომის ქვებით. შენობის კამარა, კონქი და კედლების ზედა ნაწილი ჩამონგრეულია, არ არის შემორჩენილი სამხრეთ-აღმოსავლეთის კედლის კუთხე. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით აქვს, სარკმლები - აღმოსავლეთით და დასავლეთით.



ბიბლიოგრაფია

  • სკრა //თაყაიშვილი ექვ. არხეოლოგიური მოგზაუროანი და შენიშვნანი. წიგნი პირველი. ტფ.,1907.-გვ.60-61; 64. სკრის ხეობაში თავად შალიკაშვილების მიერ აგებული იოანე ნათლისმცემლის სახელობის და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიების მოკლე აღწერილობა.
  • სკრის ხეობა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.84-85. გალისხევის, ბნელეთის ღვთისმშობლის, გომარეთის წმ. გიორგის, ელენთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიათა აგების სავარაუდო თარიღის განსაზღვრა მოხატულობის სტლისის მიხედვით, ხუროთმოძღვრულ-მხატვრული აღწერილობა. მოცემულია ბნელეთის ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის გეგმა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები