ეკლარის ქვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკლარის ქვა

ეკლარის ქვა – ზედაცარცული ასაკის სქელშრიანი კირქვა. არსებობს ორი სახეობა: მოთეთრო-ნაცრისფერი და მოვარდისფრო-აგურისფერი. ეკლარის ქვა ლამაზი შეფერილობისაა და ადვილად დასამუშავებელია, რის გამოც ფართოდ იყენებენ მშენებლობაში. საქართველოში ეკლარის ქვითაა მოპირკეთებული მრავალი შენობა, მათ შორის თბილისის სპორტის სასახლე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვ. ეკლარის ქვით იყო ნაშენი თავდაპირველად ბაგრატის ტაძარი. მოიპოვება ქ. ქუთაისის მიდამოებში (სოფ. ჭოგნარი).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები