ეირიხ-ააცნჷხ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეირიხ-ააცნჷხ - აფხ. ქურდობისა და თარეშის ღვთაება. გადმოცემით, ეს ღვთაება დღისითაც და ღამითაც ყველაფერს ამჩნევდა და ხედავდა. მას პატივს მხოლოდ ქურდები, ყაჩაღები, ავაზაკები და მოთარეშეები სცემდნენ. ღვთაებას საკუთარი სალოცავი ადგილიც ჰქონდა მდ. ააფსისა და მცირე ღელე ხურთას შორის (სოფ. ააცისთან, გუდაუთის რ-ში). მლოცველებს შესაწირად კონუსური ფორმის პურის კვერები მიჰქონდათ. ისინი ღვთაებას მათ საქმიანობაში კეთილდღეობასა და დოვლათიანობას შესთხოვდნენ. წარმატების შემთხვევაში ჰპირდებოდნენ, რომ მსხვერპლად შესწირავდნენ რომელიმე მოპარულნივთს, ან გატაცებული საქონლის ბალანს. ამ ნივთებს ისინი იქვე ხეებზე ჰკიდებდნენ და ტოვებდნენ. ქ. გაგრის ციხის გარეთ, მდ. ბზიფის ზემო მხარეს ეს ღვთაება ჩუგურხ-ნხ-ის სახელით იყო ცნობილი და ყველა აფხაზი, ვინც სათარეშოდ მიდიოდა, ამ ღვთაებას სწირავდა მსხვერპლს.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები