ევრეინოვი ნიკოლაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლაი ევრეინოვი

ნიკოლაი ევრეინოვი – (რუს. Никола́й Никола́евич Евре́инов, 1879-1953), რუსი დრამატურგი, რეჟისორი, თეატრის თეორეტიკოსი და ისტორიკოსი.

შრომები თეატრის შესახებ: „თეატრი როგორც ასეთი“, „თეატრი საკუთარი თავისთვის“, „დრამის წარმოშობა“ (და სხვ.). კულტურას განიხილავდა როგორც თეატრალური სახეცვლის ინსტინქტს, ადამიანისთვის დამახასიათებელ მოთხოვნილებას. მისი შეხედულებით, შემოქმედება ემსახურება თვითგამოხატვის სურვილს, ხოლო ცხოვრება არის უწყვეტი „თეატრი საკუთარი თავისათვის“, რომელსაც აწყობს პიროვნება, კლასი, ხალხი, რომლებიც შემოქმედების სხვადასხვა ფორმით (სოციალური, ყოფითი, მხატვრული) ესწრაფვიან გაემიჯნონ აუხსნელი სამყაროს ქაოსს. მას თეატრის არეალში შემოჰყავდა სრულიად განსხვავებული მოვლენები (მათ შორის სიკვდილით დასჯა და წამება). თეატრში იგი უარყოფდა დრამატურგიის წამყვან როლს. მისთვის მთავარი იყო ის, რასაც იგი უწოდებდა „მონოდრამას“ – მსახიობისა და მაყურებლის ირაციონალურ შერწყმას სიცოცხლის ახალ ფორმაში (სპექტაკლში), და ასევე სანახაობის შექმნის გარეგნულ ხერხებში („თამაშის წესში“). ყოველივე ეს მან განახორციელა თავის მიერ პეტერბურგში შექმნილ (ნ. დრიზენთან ერთად) „ძველებურ თეატრში“, სადაც რეკონსტრუირებული სახით წარმოადგინა შუასაუკუნეების და აღორძინების ხანის სპექტაკლები. აქ მან თამამად მიმართა როგორც ტრადიციონალისტურ, ისე სტილიზაციის პრინციპებს. დაწერა პიესები: „ლამაზი დესპოტი“ „ასეთი ქალი“, „ყველაზე მთავარი“.

20-იან წწ. საცხოვრებლად გადადის საფრანგეთში, სადაც დაწერა წიგნები „რუსული თეატრი 1946 წლამდე“ და „რუსული თეატრის ისტორია“.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები