ევკომია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ევკომია − (ბერძ. eukomos), სწრაფად მზარდი, სინათლისა და სითბოს მოყვარული, ჩინური ხე, გვარი ევკომიასებრნი, სიმაღლით 20 მ-მდე. ველურად იზრდება დასავლეთ და ცენტრალურ ჩინეთის მთიან რაიონებში. საქართველოში გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროზე. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს გუტას, საიდანაც გუტაპერჩს იღებენ (გამოიყენება ტექნიკასა და მედიცინაში).