ევალდი იოჰანეს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოჰანეის ევალდი

იოჰანეის ევალდი – (დან. Johannes Ewald, 1743-1781), დანიელი დრამატურგი. მის პირველ ტრაგედიას „ადამ და ევა“ ეტყობა კლასიციზმის პოეტიკის გავლენა. დანიური დრამატურგიის და თეატრის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტრაგედიებს „როლფ კრაგე“ და „ბალდურას სიკვდილი“, სადაც პირველად იქნა გამოყენებული ძველსკანდინავიური მითოლოგია და ისტორია. ამ პიესების ჰეროიკულ-პატრიოტულმა პათოსმა გამოძახილი ჰპოვა საზოგადოებაში და გავლენა იქონია ა. ელენშლეგერის და სხვა დანიელი დრამატურგების შემოქმედებაზე. პიესაში „მეთევზეები“ მან პირველად ასახა უბრალო ადამიანების ცხოვრება. დაწერა კომედიები „გაშმაგებული კლაკერები“, „ძველი მარტოხელა მამაკაცები“, „არლეკინო – პატრიოტი“, სადაც გააგრძელა ლ. ჰოლბერგის სატირული ტრადიციები.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები