ეგვიპტური ორნამენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეგვიპტური ორნამენტიორნამენტი, რომელმაც გავლენა იქონია ძველი ხალხების ორნამენტის ხელოვნებაზე. მისი შემოქმედების ძირითადი წყარო ბუნებაა. ეგვიპტურ ტაძრებში უმეტესად გამოიყენებოდა სამი ორდერი, დაკავშირებული პალმის, პაპირუსისა (ქართულად – ჭილისა) და ლოტოსისებრ კოლონებთან, რომლებსაც აგებდნენ მცენარეული ფორმების სტილიზაციით. ტაძრის სვეტები და კედლები მორთული იყო ლენტური ფორმის კომპოზიციური ორნამენტებითა და იეროგლიფებით, რომლებმაც შემდეგ გავრცელება პოვა სპარსულ, არაბულ და მავრიტანულ გამოყენებით ხელოვნებაში. ეგვიპტის უძველესი ტაძრების კედლებსა და კერამიკულ ჭურჭელზე გვხვდება აბსრტაქტული მოტივები: წერტილები, ზიგზაგები, სპირალები, ტალღური ხაზები, სამკუთხედები, ჯვრები, წრეები და ოვალები. ტოტემიზმის განვითარების შემდეგ, ჭურჭლეულზე გამოჩნდა წმინდა ცხოველების (ცხვარი, ხარი, ნიანგი, ძროხა, გველი, თევზი და ა.შ.) გამოსახულებები. მცენარეებიდან ტოტემიკური ხასიათი ჰქონდა პალმასა და ეგვიპტურ ლეღვს.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები