ებიონეტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ებიონიტები - (ებრ.) ღარიბები, იუდეურ-ქრისტიანულ ჰეტეროდოქსული მიმდინარეობის წევრები, რომლებიც ღატაკური ცხოვრების წესს მისდევდნენ. გავრცელებულნი იყვნენ 70 წლის შემდეგ, პალესტინაში, სირიასა და ეგვიპტეში. ებიონიტებს არ სწამდათ ქრისტეს ღმრთაებრიობა და არ აღიარებდნენ წმიდა პავლეს წერილებს, ვისაც განდგომილად მიიჩნევდნენ.