დუჩიძე ლევან
ლევან დუჩიძე – საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, დიპლომატი, 2007-2009 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში
დაიბადა 1978 წლის 25 მარტს თბილისში.
განათლება
1995-2000 – სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე;
1998-1999 – სწავლობდა ბოხუმის (გერმანია) რურის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე;
2002 – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურა;
2015 – დაამთავრა კორეის სეულის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრატურა.
სამუშაო გამოცდილება
1996-1998 – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;
1999 – Hellweg-profibaumarkte შპს მონაცემთა ელექტრონული დამუშავება (გერმანია);
1998-2003 – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი ასოციაცია, თავმჯდომარე;
2000-2002 – არჩევნებზე დამკვირვებელი;
2002-2004 – საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო, თარჯიმანი;
2004-2007 – საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური
მოძრაობა – დემოკრატები“;
2010-2014 – საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
2014-2016 – საერთაშორისო სამართლებრივი განვითარების ორგანიზაცია (IDLO), ბიზნეს ანალიტიკოსი და გარე კომუნიკაციის კოორდინატორი;
2016 წლიდან – სამართლის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაცია, დირექტორი (უკრაინა).
ფლობს: ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და უკრაინულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.