დუდუქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუდუქ-ი (თალიშ. Дудук) – თალიშური თიხისგან ნაძერწი ანთროპომორფული ფიგურა, გამოყენებული ხანგრძლივი წვიმების შესაჩერებელ საწესო მოქმედებებში. დუდუქს სინზე დადგამდნენ და აძლევდნენ ბავშვებს, რომლებსაც სოფლის ყველა ოჯახისათვის შემდეგი ტექსტი უნდა ემღერათ:

Дудук, Дудук ба ноза
Гирдо каон гийоза,
Дудук мάрде, hолыш ни,
Бάба сάрди товыш ни,
Ай, Хыдо, Хыдо,
Тάри негhάнд,
hышки егhάнд.
Ай, Хыдо, Хыдо!


დუდუქი, დუდუქი კაპრიზით
დადის სახლების გარშემო,
დუდუქი მოკვდა, უგრძნობლადაა,
სიცივისაგან დაუძლურდა,
ო, ღმერთო, ღმერთო,
ტენი ასწიე მაღლა,
გვალვა ჩამოუშვი.
ო, ღმერთო, ღმერთო!

ყოველ ოჯახში დუდუქს სწირავდნენ ფქვილს, ბრინჯს, ტკბილეულს და სხვ. სოფლის შემოვლის შემდეგ, მსვლელობის მონაწილენი შეგროვილ პროდუქტს ინაწილებდნენ, ხოლო დუდუქს იქ აბრუნებდნენ, სადაც გამოძერწეს.

დუდუქის პერსონაჟი, ხანგრძლივი გვალვების ჟამს, წვიმის გამოწვევის რიტუალშიც მონაწილეობდა, მაგრამ სიმღერის ტექსტი რამდენადმე შეცვლილი იყო:

Дудук, Дудук ба ноза
Гирдо каон гийоза,
Дудук мάрде бана ваши,
hолыш ныбе бана таши,
Ай, Хыдо, Хыдо,
Тάри егჰάнд,
hышки негჰάнд.


დუდუქი, დუდუქი კაპრიზით
დადის სახლების გარშემო,
დუდუქი მოკვდა შიმშილით,
დაუძლურდა უწყლოდ,
ო, ღმერთო, ღმერთო,
წვიმა ჩამოუშვი,
გვალვა ასწიე მაღლა.

ბ. მილერის მიერ გამოქვეყნებული ტექსტების თანახმად, დუდუქი ყოფილა „მიწათმოქმედი, რომელსაც პირველს დაუწესებია გვალვის საწინააღმდეგო რიტუალი, რათა ბავშვებს სოფელში პროდუქტები შეეგროვებინათ და ადგილობრივი წმინდანის – იმამზადეს – საფლავზე მიეტანათ, აქ ელოცათ წვიმის გამოსაწვევად“.


ლიტერატურა

  • Миллер Б. В. Талышские тексты. М., 1930;
  • Абилов И. Ш. Некоторые магические практики в культуре талышей // Лавровский сборник: Материалы XXXVI и XXXVII Среднеазиатско-Кавказских чтении 2012-2013 гг.: этнология, история, археология. СПб., 2013.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები