დრამის თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დრამის თეორია – მეცნიერული დისციპლინა, რომელიც შეისწავლის თეატრის ჩასახვისა და განვითარების უზოგადეს კანონებს. დრამის თეორია ეყრდნობა ისტორიულ მონაცემებს კაცობრიობის სოციოკულტურული ევოლუციის შესახებ, ეძებს ურთიერთკავშირს ადამიანურ ყოფასა და თეატრს შორის, იკვლევს თამაშისა და რელიგიური მრწამსის როლს თეატრის ფორმირებაში, აანალიზებს თეატრის საზოგადოებრივ ფუნქციებს, თეატრის მნიშვნელობას ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბებაში. დრამის თეორია შეისწავლის, აგრეთვე, თეატრის ესთეტიკურ მახასიათებლებს, დრამატული პოეტიკისა და გარდასახვის პრინციპებს, დრამატურგიული ჟანრების სპეციფიკურ თავისებურებებს, თეატრის ურთიერთკავშირს ხელოვნების სხვა დარგებთან, თეატრალურ მიმდინარეობათა ურთიერთზემოქმედების პარამეტრებს, თეატრის საბაზისო პრობლემებს. დრამის თეორია არის თეატრის „ანატომია“ კაცობრიობის სულიერი განვითარების პანორამაში.

მ. გეგია

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები