დოსენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დოსენი – ძველრომაული ატელანის ტრადიციული სახე-ნიღაბი. დოსენის გარეგნული დამახასიათებელი ნიშანია კუზი. დოსენი თაღლითის იერსახეა, სწავლულ ბრძენკაცად ასაღებს თავს, ხელს ითბობს ირგვლივ მყოფთა ნდობითა და სულელური მიამიტობით. დოსენი პროტოტიპია იტალიურ კომედია „დელ არტეს“ პერსონაჟ ცრუმეცნიერ შარლატანი დოქტორისა.