დორიული კილო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დორიული კილო – მელოდიური კილო აგებული ფორმულით: ტონი-ნახევარი ტონი-ტონი-ტონი-ტონი-ნახევარი ტონი-ტონი. დორიული კილოს ბგერათა რიგი განსხვავდება ნატურალური მინორის ბგერათა რიგისაგან უფრო მაღალი VI საფეხურით, რომელიც ტონიკასთან ქმნის არა პატარა, არამედ დიდ, ე. წ. „დორიულ სექსტას“.