დოპუ-ნვხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოპუ-ნიხა (დოპუ-ნჷხა) - აფხ. „დოპუას (გვარის) ლოცვა“. სოფ. დოპუქითში მცხოვრები დოპუას გვარის სალოცავი. ყველიერის ბოლო კვირადღის წინ გვარის უხუცესი დოპუას გვარის ოჯახებიდან მცირე მარილსა და სანთელს აგროვებდა. ამ გვარის უხუცესების გადმოცემით, მხედველობაში აქვთ მათი „ნამდვილი ხატი“ - „სუჯუნის ხატი“, ანუ დოპუ-ნიხა (დოპუ ნხა) „დოპუას ხატი“. მათი წინაპრები სოფ. სუჯუნის (სამეგრელოში) წმ. გიორგის ეკლესიის მეხატურნი ყოფილან. შიდა მიგრაციის გზით მათი გვარის წინაპარი სამეგრელოდან აფხაზეთში გადმოსახლებულა და შემდგომში გააფხაზებულა. ყველიერის კვირადღეს ისინი დღესაც სუჯუნის სალოცავს გამოსთხოვენ ამ გვარის კეთილდღეობას. დოპუები გვარის უხუცესთან ერთად ბუნებაში, წმინდა ჭალაში იკრიბებოდნენ. გვარის უხუცესი მათი ოჯახებიდან შეგროვილი სანთლებისაგან გაკეთებულ ერთ საერთო სანთელს აანთებდა და მთელ გვარს დალოცავდა. ლოცვაში მხოლოდ ამ გვარის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. დოპუას გვარის მამაკაცების ცოლებს ამ რიტუალში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდათ. ამასთან, არც ხატის ხმამაღლა წარმოთქმა არ შეეძლოთ.


წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები