დომინანტი (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დომინანტი - (ლათ. dominans გაბატონებული), მაჟორული და მინორული გამის ჰარმონიული ფუნქცია, რომელსაც ტონიკისაკენ მკვეთრად გამოხატული მისწრაფება ახასიათებს. დომინანტიერი აკორდის საფუძველია კილოს მეხუთე საფეხური, რომელსაც თვითონაც დომინანტი ჰქვია. დომინანტურ ფუნქციებს ასრულებს მე-7 და მე-3 საფეხურებზე აგებული აკორდებიც. დომინანტიერი აკორდების მისწრაფება ტონიკისაკენ მაქსიმალური სიზუსტით ამყარებს ტონალობას.