დოლიძე ლევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევან დოლიძე

ლევან დოლიძე − (Levan Dolidze), ქართველი დიპლომატი, 2013-2015 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატოში, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.

დაიბადა 2 იანვარი, 1980 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1997-2002 − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობა − საერთაშორისო სამართალი; მიიღო იურისტის კვალიფიკაცია;
2008-2009 − ჟენევის უნივერსიტეტის ევროპული ინსტიტუტის და ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის (GCSP) სამაგისტრო პროგრამა; მიენიჭა საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების მაგისტრის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) გამგეობის თამვჯდომარე; დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) მიერ მხარდაჭერილი, კომპანია a Alinea International-ის პროგრამის ადგილობრივი დირექტორი; „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროექტის (AA Facility II)= უფროსი ექსპერტი;
2015-2019 − საქარველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის(GCSD) დირექტორი;
2012-2013 − საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
2010-2012 − ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის დირექტორი;
2009-2010 − შპს. მაგთიკომი, იურისტი;
2006-2008 − ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს წარმომადგენლობის, შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი და კონსულის მოვალეობის შემსრულებელი;
2006 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამერიკის დეპარტამენტის მრჩეველი;
2005-2006 − საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
2004-2005 − საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების და სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი;
2004 − სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია, იურისტი;
2002-2004 − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, კონსულტანტი და შემდგომ სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2001 − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი, სტაჟიორი;
2000 − საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის სამსახური, სტაჟიორი.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები