დოლიძე ზვიად
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზვიად დოლიძე – დაიბადა 1959 წლის 25 იანვარს თბილისში. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; სამეცნიერო ნაშრომების, სახელმძღვანელოების ავტორი.
განათლება – პუშკინის სახ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-პედაგოგიკის ფაკულტეტი (1980).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. იყო სატელევიზიო პროგრამების ავტორი და წამყვანი.
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი.