დოზატორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოზატორი – მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება მოცემული მასით ან მოცულობით, თხევადი ან ფხვიერი მასალების ავტომატური მოზომვისათვის ბეტონის ნარევებისა და სამშენებლო ხსნარების წარმოებაში, აგრეთვე კაზმის მოსამზადებლად შუშისა და კერამიკულ ნაკეთობათა საწარმოებში და სხვა დარგებში.დოზატორი არის ციკლური და უწყვეტი მოქმედების. მათი მართვა ხორციელდება დისტანციურად ან ავტომატურად. მოცულობითი დოზატორი მოწყობილობა მარტივია, მაგრამ სიზუსტე წონით დოზატორთან შედარებით დაბალია, რაც უკავშირდება მასალის სიმკვრივის ცვალებადობის გავლენას.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები