დიფუზიური მემბრანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიფუზიური მემბრანა

დიფუზიური მემბრანა – მემბრანის სახეობა, რომელიც იცავს მათბუნებელს ზედა (ცივი) მხრიდან; არ ატარებს წყალს და კონდენსატს ერთი მიმართულებით, მაგრამ ატარებს ორთქლს საწინააღმდეგო მიმართულებით. მონტაჟდება უშუალოდ მათბუნებელზე. შედგება ორი ფენა არაქსოვილური პოლიპროპილენისა და შიგა ფუნქციური ფენისაგან, რომლებიც შეერთებულია ერთ მემბრანად მოლეკულურ დონეზე ულტრაბგერის მეშვეობით. ემსახურება ბურულქვეშა სივრცის დაცვას ტენისაგან. არ გამოიყენება ლითონის ბურულიან სახურავებში, რადგანაც თავისუფლად ატარებს ორთქლს სათავსიდან და ხელს უწყობს ლითონის კოროზიას. დიფუზიური მემბრანის ექსლუატაციისათვის საკმარისია მხოლოდ ზედა სავენტილაციო ღრეჩოს მოწყობა (არ საჭიროებს დამატებით შეფიცვრას). ასეთი მემბრანები ხშირად გამოიყენება რთული კონფიგურაციის ბურულების მოსაწყობად.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები