დიფუზიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიფუზიონი – ობიექტივის ოპტიკური ნაცმი, რომელიც გამოსახულების შესარბილებლად, იხმარება პორტრეტების გადაღებისას. დიფუზიონი შუშის ბრტყელი ფირფიტაა, მასზე გამოსახული რასტრით, რომელიც ობიექტივში ატარებს სინათლის სხივების ერთ ნაწილს, ნაწილს კი ოდნავ უცვლის მიმართულებას ანდა ფანტავს. დიფუზიონის ფუნქციას ასრულებს აგრეთვე შიფონის ან ტიულის ბადე, რომელიც ჩამოეცმევა გადამღები აპარატის ობიექტივს. კინოოპერატორის ოპტიკურ კომპლექტში ჩვეულებრივად რამდენიმე სახის დიფუზიონია, რომლებიც სხვადასხვა ძალით არბილებენ გამოსახულებას.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები