დისოციაციური კონვულსიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დისოციაციური კონვულსიები - (dissociative convulsions), ხასიათის მიხედვით დისოციაციური კრუნჩხვითი მოძრაობები ძლიერ ჰგავს ეპილეფსიურ გულყრებს, მაგრამ ამ დროს არ აღინიშნება ენის ჩაკვნეტა, ვარდნის შედეგად განვითარებული დალურჯებები სხეულზე უნებლიე შარდვა, ხოლო ცნობიერების დაკარგვის ნაცვლად, სახეზეა სტუპორის ან ტრანსის მდგომარეობა.