დირექტრისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დირექტრისა – (ფრანგ. directrice წარმოიქმნა ძველ ლათინურიდან directrixe – მიმმართველი) – კონუსური კვეთის (ელიფსი, ჰიპერბოლა, პარაბოლა) სიბრტყეში მდებარე წრფე, რომელსაც შემდეგი თვისება აქვს: წირის ნებისმიერი წერტილიდან ფოკუსამდე და ამ წრფემდე მანძილთა ფარდობა არის მუდმივი სიდიდე, რომელიც ტოლია შესაბამისი წირის ექსცენტრისიტეტისა. ელიფსსა და ჰიპერბოლას აქვთ ორ-ორ დირექტრისა, პარაბოლას – ერთი დირექტრისა.

კონუსური კვეთის დირექტრისის ცნება პირველად შემოიღო აპოლონმა. კონუსური კვეთის განსაზღვრა ფოკუსით და დირექტრისით მოყვანილი აქვს პაპს (დაახლ. 300 წ. ჩვ. წ. აღ-დან), მაგრამ შესაძლებელია ადრეც იყო ცნობილი. ტერმინი „დირექტრისა“ შემოიღო ლოპიტალმა (1720, პარაბოლის დირექტრისისათვის).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები