დილიფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დილიფი, (დლივი) – სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, გონდრიოს საკრებულოში, ჯავახეთის ზეგანზე, ხანჩალის ტბის დასავლეთით, ზღვის დონიდან 1815-1880 მ სიმაღლეზე, ქ. ნინოწმინდიდან 15 კმ მანძილზე.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 1528, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომხები (2002). X-XI საუკუნეებში იგი ქართველ მეფეთა ერთ-ერთი სადგომი იყო.

სოფლის მახლობლად შემორჩენილია ადრეული ფეოდალური ხანის საყდრის ნანგრევები. სახელწოდება „დილიფი” ქართულის დამახინჯებული ფორმაა, რაც 1828-1829 წლების შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში თურქეთიდან გადმოსახლებული სომეხი მოსახლეობის ჩამოსახლების შემდეგ გაჩნდა. სოფლის ნამდვილი ქართული სახელწოდებაა დლივი.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები