დიდჯამა ფურისულა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დიდჯამა ფურისულა - (Primula macrocalyx Bunge); ოჯახი: ფურისულისებრნი (Primulaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები დანაოჭებულია და, ძირითადად, ფრთიან ყუნწად არის წაზიდული. ფოთლები ფორმით მოგრძო-კვერცხისებურია, კიდედაპბილული მთელი მცენარე მეტ-ნაკლებად შებუსულია. საყვავილე ღერძი გრძელია. გვირგვინი ოქროსფერ-ყვითელია, ყვავილობის დროს თავდახრილი. ყვ. ნაყ. IV-VII. მცენარე გავრცელებულია ტყეებში, მდელოებზე. ხევებში, ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ თეთრწყლების მიდამოებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.