დიდი (მითოლოგია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დჷდ-ი (აფხ. Дыд) — ნართულ გადმოცემათა პერსონაჟი; ზოგი ვარიანტით, ცხოვრობს დიდრიფშის მთაზე, ჰყავს ცეცხლოვანი ცხენი — არაში, რომელიც პატრონის ამხედრებისთანავე დიდრიფშის მწვერვალებიდან პირდაპირ ლიხნის მოედანზე ხტება. ლიხნიდან დიდი საგმირო საქმეების საძიებლად ზღვისპირით დასავლეთისკენ მიემართება. ნართ რაინდს სოფ. ლიძავაში მცხოვრები ლძაათა ასული პირველი დანახვისთანავე შეუყვარდება და მოგვიანებით, როცა ვინმე აყვლან აყვლანქერის მიერ გატაცებულ ქალიშვილს დაიხსნის, ცოლად შეირთავს.

იმის გამო, რომ სიტყვა „ა-დიდ“ აფხაზურ ენაში ჭექა-ქუხილს აღნიშნავს და ამასთან ნართი გმირი დიდრიფშის მთაზე ცხოვრობს („დიდრიფშს“ ზოგი ენათმეცნიერი შიფრავს „ჭექა-ქუხილის სამლოცველოდ“, ზოგისთვის „დიდრიფშის“ „დიდ-ი“ არის ტოტემური სახელი), მის სახელს ჭექა-ქუხილის აღმნიშვნელ ტერმინთან აიგივებენ და დიდის პერსონაჟს განიხილავენ როგორც უძველესი მითოლოგიური წარმოდგენების გამომხატველ სახეს. თუმცა უნდა ითქვას, რომ გმირს სახელის გარდა ე.წ. „ჭექა-ქუხილის მითებთან“ არაფერი აკავშირებს. საგულისხმოა ქართველი ეთნოლოგის ს. ბახია-ოქრუაშვილის მიერ უკანასკნელ ხანებში გამოთქმული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დიდრიფშის მთაზე დაჯდომისას მდ. ყუბანის ველიდან მოსული ნართი გმირის მიერ გამოწვეული ჭექა-ქუხილი უნდა მიანიშნებდეს ბრძოლას ამ ადგილის დასაუფლებლად.


ლიტერატურა

  • Приключения нарта Сасрыквы и его девяностадевяти братьев. М., 1962; Сух., 1988;
  • К.С. Шакрыл. К вопросу об этногенезе абхазо-адыгских народов // УЗАНИИ. Краснодар, 1965. Т. 4;
  • Г.З. Шакирбай. Географические названия абхазском с элементом „пшь“ // ИАИЯЛИ. Сух., 1974. Вып. 3;
  • Л.Х. Акаба. Исторические корни архаических ритуалов абхазов. Сух., 1984;
  • ს. ბახია-ოქრუაშვილი. აფხაზთა ეთნიკური ისტორიის საკითხები ნართულ ეპოსში // ანალები. თბ., 2001. #2.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები