დიდი ატენის წმინდა ბარბარეს ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დიდი ატენის წმინდა ბარბარეს ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი ატენის ჩრდილო-დასავლეთით, მაღალ მთაზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (5,7 X 4,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია - მთლიანად ჩანგრეულია კამარა. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნალისებრ აფსიდში ვიწრო სწორკუთხა სარკმელი და ორი ასეთივე ნიშია. სამხრეთ კედელშიც სწორკუთხა სარკმელია.