დიგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიგურ-ი (ოს. Дыгур) — ოსური ეთნოგენეტიკური გადმოცემების მიხედვით, ჩრდილოეთ ოსეთის დასავლეთ ნაწილში, დიგორის ხეობაში მოსახლე ოსების — დიგორელების — პირველწინპარი, რომლის შესახებ თქმულებებს ბევრი არაფერი შემოუნახავს. ცნობილია, რომ მისი შვილი — ჯამბულათი პირველი დასახლებულა მდ. ურუხდონის შენაკადის — დიგურდონის სანაპიროზე. ჯამბულათის ძეს — ასტანს აუშენებია ძლიერი ციხე-სიმაგრე — ასტან-ფიდერდა. ამ დროისათვის ასტანის ახლოს ვინმე ხვიზი თავის შვილთან — ბულათთან ერთად დასახლებულა. ასტანისა და ხვიზის შთამომავლებს დაუფუძნებიათ სოფლები: გალიათი, დუნთა და ქამუნთა, და ასე ნელ-ნელა განაშენიანებულა დიგორის საზოგადოება, რომელმაც მდ. ურუხის გაყოლების ხეობა დაიკავა. დიგორის საზოგადოება ჩრდილოეთ ოსეთის ოთხი საზოგადოებიდან ერთ-ერთია, რომელიც წარსულში შედგებოდა ფეოდალთა — ბადელიათთა, ცარგასატთა, გაგუათთა და სამი კატეგორიის გლეხთა ფენისაგან.


ლიტერატურა

Марзоев И. Т. Генеалогия осетинских фамилии // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები