დიაგნოსტიკური ტესტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიაგნოსტიკური ტესტი - (diagnostic teste), პროცედურა ან ინსტრუმენტი, რომელიც ქცევის ხასიათზე დაკვირვებასთან, ავადმყოფობის ისტორიის შესწავლასთან და კლინიკურ გამოკვლევასთან ერთად, საშუალებას იძლევა დადგინდეს დაავადების არსებობა, ხასიათი და მიზეზი ან გაიზომოს ჯგუფის ან ინდივიდის ზოგიერთი სპეციფიკური მახასიათებელი.

გამოკვლევის ხასიათიდან გამომდინარე ტესტებს დაქვემდებარებული ფიზიკური ნიმუშებია: შარდი (მაგ., ნარკოტიკების შემცველობაზე), სისხლი (რათა განისაზღვროს ალკოჰოლის შემცველობა სისხლში), სპერმა (მოძრავი სპერმატოიდების არსებობაზე), ფეკალიები (პარაზიტების არსებობაზე), ამნიოზური სითხე (მაგ., ნაყოფის მემკვიდრეობითი პათოლოგიის დასადგენად), ქსოვილები (მაგ., აქტიური სიმსივნური უჯრედების არსებობის დასადგენად).

ტესტირების მეთოდები მეტად ნაირფეროვანია: ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, ნეიროფიზიოლოგიური, ჰისტოლოგიური და სხვა. გამოსახულების მიღების დიაგნოსტიკური მეთოდები მოიცავს: რენტგენოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას (კ.ტ.), პოზიტრონულ–ემისიურ ტომოგრაფიას (პ.ე.ტ.) და მაგნიტურ-რეზონანსულ ვიზუალიზაციას (მ.რ.ვ.).

ფსიქოლოგიური კვლევის ტესტებიდან აღსანიშნავია ინტელექტის შეფასების ტესტი, აზროვნული კვლევების ტესტები, პროექციული ტესტები, ისეთები, როგორიცაა: როშარხის აპერცეფციული ტესტი, თავის ტვინის დისფუნქცის ლოკალიზაციისა და მისი ქცევითი გამოვლინების ტიპის შეფასების ნეიროფიზიოლოგიური ტესტი „ბატარეა“ და სხვა.



იხილე აგრეთვე

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები