დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი - (diagnostic instrument), სამედიცინო პრაქტიკაში – ნებისმიერი მექანიზმი ან ინსტრუმენტი, ხოლო ფართო გაგებით, ნებისმიერი კლინიკური პროცედურა ან კლინიკური საუბრის სქემა, რომელიც გამოიყენება დიაგნოზის დასმის ან მკურნალობის მიზნით.

ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების ან სხვა ქცევით პათოლოგიებთან მიმართებაში ტერმინი ძირითადად გულისხმობს დიაგნოზის დასმაზე ორიენტირებულ კითხვარებს, მათ შორის სტრუქტურირებული ინტერვიუების სქემებს, რომელთაც არაპროფესიონალები იყენებენ სპეციალური ტრენინგების შემდეგ. მსგავსი სქემების მაგალითებია: კომპლექსური საერთაშორისო დიაგნოსტიკური ინტერვიუ (CIDI), დიაგნოსტიკური ინტერვიუს სქემა (DIS) და ის სქემები, რომლებიც საშუალებას იძლევა დაისვას ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული და სხვა ფსიქიკური დარღვევების დიაგნოზი.



იხილე აგრეთვე

სკრინინგ-ტესტი

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები