დვაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დვაღი — სადედოფლო შარფი. აჭარაში საქორწინო ზეიმის დროს დედოფალს სახეზე დვაღი ჰქონდა ჩამოფარებული. საქმროს ოჯახში დვაღს პატარძალის ძმა, ბიძაშვილი ანდა სხვა მახლობელი ყამით – დანითა თუ პატარა ხანჯლით ახდიდა, რის შემდეგაც სასიძოს ნათესავისაგან დვაღის ამხდელი გარკვეულ საჩუქარს მიიღებდა.
ლიტერატურა
ნიჟარაძე, 1971:180.