დესიატინნაია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დესიატინნაია – (Десятинная церковь) იგივე „ღთისმშობლისა“ - რუსეთის დედა ეკლესია, პირველი ქვის ტაძარი რუსეთში. აიგო ქ. კიევში ბიზანტიელი ოსტატების მიერ 991-996 წლებში დიდი მთავრის ვლადიმირის მმართველობის დროს, ნიშნად შემოსავლის იმ მეათედისა, რომელსაც მთავარი ვლადიმირი ტაძარს ასაგებად და მოსაწყობად წირავდა. ტაძარში იყო მთავრების აკლდამა. 1011 წელს აქ დაიკრძალა ვლადიმირის მეუღლე, ბიზანტიის მეფის ასული ანა, მოგვიანებით - მთავარი ვლადიმირიც.

1169 წელს ტაძარი ანდრია ბოგოლიუბსკის ჯარმა გაძარცვა, 1203 წელს კი - რიურიკ როსტისლავის ძის ჯარმა. 1240 წელს ტაძარი ბათო ყაენის ურდომ ააოხრა. გადმოცემით ის იმ დროს ჩამოიქცა, როცა იქ ყაენისაგან დაშინებული აუარებელი ადამიანი აფარებდა თავს. XVII საუკუნეში ტაძრისაგან რამდენიმე კედელიღა იყო დარჩენილი. დღემდე „დესიატინნაიასაგან“ მხოლოდ საძირკველი შემორჩა. შორიახლოს დგას 1828-1843 წლებში აგებული იგივე სახელწოდების მეორე ტაძარი.



წყარო

წმ. დიმიტრი როსტოველი, სენაკის მემატიანე (შენიშვნები); თარგ. ნინო გულიაშვილის.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები