დემენცია სისხლძარღვოვანი ქერქქვეშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დემენცია, სისხლძარღვოვანი, ქერქქვეშა - (F01.2), (dementia, vascular, subcortical), დემენცია, განვითარებული ჰიპერტონიული დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის შედეგად. სასიათდება თავის ტვინის ნახევარ-სფეროების თეთრი ნივთიერების ღრმა სტრუქტურებში იშემიური დაზიანების კერების წარმოქმნით. კლინიკური სურათით შეიძლება ჰგავდეს დემენციას ალცჰაიმერის დაავადების დროს, მაგრამ თავის ტვინის ქერქი, როგორც წესი, დაუზიანებელია.