ეიზენჰაუერი დუაიტ დეივიდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დეივიდ დუაიტ ეიზენჰაუერი-დან)
ეიზენჰაუერი დუაიტ დეივიდ - (Eisenhower, 1890-1969), ამერიკელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. 1953-61 წლებში აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან. არმიის გენერალი (1944). 1943 წლის დეკემბრიდან - დასავლეთ ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 1945 წლიდან მეთაურობდა აშშ-ის საოკუპაციო ძალებს გერმანიაში. 1950-52 წლებში ნატოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
მის სახელთანაა დაკავშირებული ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების საშინაო საქმეში აშშ-ის ეკონომიკური და სამხედრო ჩარევის პროგრამა, რომელიც ცნობილია „ეიზენჰაუერის დოქტრინის“ სახელით.