დახრილი ნივნივები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დახრილი ნივნივები – მცირემალიანი მარტივი ტიპის სახურავის მზიდი კონსტრუქცია. ასეთი ნივნივები მზადდება ფიცრების, ძელების ან მორებისაგან და განლაგდება ქანობის მიმართულებით. სწორად დაპროექტების შემთხვევაში ისინი უგანმბჯენო კონსტრუქციებს წარმოადგენს. ნივნივებში რომ არ აღიძვრას განმბჯენი, საჭიროა სანივნივო ფეხის მაუერლატზე ან გრძივზე დაყრდნობის სიბრტყე იყოს ჰორიზონტალური. განმბჯენს, რომელიც აღიძვრება სანივნივე ფეხში გრძივი ძალების მოქმედებისაგან, თავის თავზე ღებულობს ჰორიზონტალური რიგელი ან წყვილი შემკრავი.