დაქტილოსები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაქტილოსები(ბერძნ.) რეა-კიბელეს თანამგზავრი ღვთაებრივი არსებები.

დაქტილოსები მოსახლეობდნენ ფრიგიაში მდებარე იდას მთაზე. მას შემდეგ, რაც რეა-კიბელეს კულტმა მცირე აზიიდან შეაღწია კუნძულ კრეტაზე, დაქტილოსების ადგილსამყოფელად კრეტაზე აღმართულ იდას მთას მიიჩნევენ. მითოსის თანახმად, დაქტილოსებმა აღმოაჩინეს რკინაც და მისი დამუშავების წესიც.

ხშირად დაქტილოსებს აიგივებდნენ კურეტებთან, კორიბასებთან და ტელქინებთან. ერთ-ერთი მითი დაქტილოსებს ოლიმპიური თამაშების დაარსებასაც მიაწერს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები