დარცი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დარცი (სომხ. Դարձի) – ქორწილის შემდგომი ციკლის სომხური წეს-ჩვეულება – პატარძლის დროებითი დაბრუნება მშობლებთან. ქორწილიდან მცირე ხნის შემდეგ ქალი მშობლიურ ოჯახში მიდიოდა და იქ დაახლოებით30-40 დღე რჩებოდა. „სახლში დაბრუნების“ სახელწოდებით ცნობილი ამ ფართოდ გავრცელებული ჩვეულების, როგორც მატრილოკალური დასახლების გადმონაშთური ფორმის, ანალიზის პირველი ცდა ა. მაქსიმოვს ეკუთვნის. იგი კავკასიურ მასალაზე მ. კოსვენმა განიხილა.


ლიტერატურა

  • Косвен М. О. Обычай возвращения домой // КСИЭ. 1946, № 1;
  • Майсуров М. Свадебные обряды армян Новобаязетского уезда // Кавказ. 1856, № 55;
  • Максимов А. Н. Из истории семьи у русских инородцев // ЭО. 1902, №1;
  • Тер-Саркисянц А. Е. Брак и свадебный цикл у армян (вторая половина XIX – начало XX в.) // Кавказский этнографический сборник. IX. М., 1989.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები