დარჩიაშვილი ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი − (Ilia Darchiashvili), ქართველი დიპლომატი, 2017 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში.

დაიბადა 21 თებერვალი, 1981 წელი, ქ. სიღნაღი, საქართველო.

განათლება:
1998-2002 − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
2002-2004 − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; 2008-2011 − გრენობლის მენეჯმენტის სკოლა, საფრანგეთი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.

სამუშაო გამოცდილება:
2003-2004 − ს/ს ბანკი რესპუბლიკა − ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცერი;
2004-2006 − ს/ს ბანკი რესპუბლიკა − ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსი;
2006-2012 − ს/ს ბანკი რესპუბლიკა/ჯგუფი სოსიეტე ჟენერალე − ფილიალის მმართველი;
2012-2014 − საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში;
2014-2015 − სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი − დირექტორის პირველი მოადგილე;
2015 − სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი − აღმასრულებელი დირექტორი;
2015-2016 − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო − მინისტრის პირველი მოადგილე;
2015-2016 − საქართველოს აეროპორტების გაერთიანება − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
2016-2017 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო − საგანგებო დავალებათა ელჩი.

ფლობს: ინგლისურ, პოლონურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები