დარანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დარანი აწყვიტაში

დარანი (მაღარაი) – სამცხე-ჯავახეთში მიწისქვეშა დასახლება, ერთგვარი თავდასაცავი კომპლექსი მიწის ქვეშ. დარანში იყო ადამიანის საცხოვრებელი, სამეურნეო დანიშნულების სათავსები, საქონლის საბძელ-ბოსლები, რომლებიც გვირაბებით უკავშირდებოდა ერთმანეთს. დარნები დაყოფილი იყო უბნებად, გაყვანილი ჰქონდათ წყალი და ომიანობისას ასეთი დასახლება იქცეოდა ადამიანთა თავშესაფრად, რომელიც შეუმჩნეველი იყო მტრისათვის.

დარნების ნიმუშები შემორჩენილია შემდეგ ადგილებში: ქორსატეველაზე, ჭობარეთში, იდუმალაში, ჩამძვრალაში, ქეშიშ ბაღჩაში, საჩეხის თავზე, სადათ კარკალში, ჭაჭკრის ნაკალიებზე, დუმეილაში, ზედა თმოგვთან, ვარძიის მახლობლად, ბერთაყანაში, ხიზაბავრაში, ბერის ხევში, აწყვიტაში, გარყლუპში, რაყისში, მურჯახეთში და სხვ. დარნები აგებული იყო ლოდებით და იკეტებოდნენ ქვის დიდი კარით. სავარადოა, რომ ამ ტიპის დასახლებანი სამცხე-ჯავახეთში XVI ს. თურქმანთა ინტენსიური შემოსევების დროს უნდა გავრცელებულიყო.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები