დანადები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დანადები – რაიმე ცოდვისა თუ დანაშაულისთვის, რომელიც წარსულში ვინმემ ჩაიდინა, მთელ მის გვარს დაედება დანადები საკლავის ან სხვა რაიმე სამსახურის სახით, რაც გადადის თაობიდან თაობაში და არ უქმდება, ვიდრე გვარი არსებობს და არ გადაშენებულა. სხვანაირად დანადებს ძენგლი (ძეგლი) ეწოდება.