დამძაბავი ცემენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამძაბავი ცემენტი − სწრაფადშემკვრელი და სწრაფადმყარებადი ცემენტი, რომელიც მიიღება განსაზღვრული რაოდენობის პორტლანდცემენტის კლინკერზე (65%) გაფართოებადი დანამატების დამატებით. დამძაბავი ცემენტი გამაგრებისას ფართოვდება, რის შედეგადაც წარმოქმნილი დაწოლა გამოიყენება არმატურის დასაძაბავად რკინაბეტონის კონსტრუქციებში. ის თვითდამძაბავ კონსტრუქციებში უზრუნველყოფს ბეტონის გაფართოებას დროის იმ მონაკვეთში, როცა ის აღწევს 15 მპა-ზე მეტ სიმტკიცეს, რაც უზრუნველყოფს არმატურასთან აუცილებელ შეჭიდულობასა და დაძაბვის პირობებს. ამასთან რეალიზდება ორ- და სამღერძა დაძაბვა, რაც მექანიკური გზით ძნელი მისაღწევია. გაფართოებადი დანამატის ნედლეულად გამოიყენება მეტალურგიული, სათბობ-ენერგეტიკული, სამთოენერგეტიკული, სამთოგამამდიდრებელი, კერამიკული და ქიმიური წარმოების ნარჩენები. დამძაბავი ცემენტი გამოიყენება მიწისქვეშა, წყალქვეშა და სადაწნევო ნაგებობებში, თვითდამძაბავ ბეტონში, გზებისა და აეროდრომების საფარში, სასპორტო და საქალაქო ნაგებობებში, მილების წარმოებაში და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები